თბილისში, გლდანში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიციამ ერთი პირი - ავტომობილის მძღოლი დააკავა.
29 ივლისს გლდანში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა, რის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა, სამი ქალი კი დაშავდა. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ავარიის დროს დაზიანდა გაზის მილი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.