საქართველოს ორი მოქალაქე სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ცხინვალის კოლონიიდან გაათავისუფლეს

ფოტო არქივიდან: ცხინვალის გამასწორებელი კოლონია.

საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც სასჯელი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის მოიხადეს. ცნობას საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი აქვეყნებს.

1970 წელს დაბადებული სერგო გუგუტიშვილი, გორის სოფელ გუგუტიანთკარიდან და თბილისში მცხოვრები, 1961 დაბადებული თამაზ კახაბრიშვილი, 2023 წლის 2 იანვარს დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

18 ივლისს გუგუტიშვილი და კახაბრიშვილი ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეებად ცნო „საზღვრის“ უკანონო კვეთაში და მათ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში.

28 ივლისს მათ სასჯელის ვადა ამოეწურათ და გადასცეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.

სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი გათავისუფლების შემდეგ.