"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული!" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
„უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე 23 ივლისს კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კორპუსი, ორი არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი.