ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა ხორვატიის რესპუბლიკაში

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და დაესწრება ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას.

ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.