საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გაერთიანდება.
„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!" - ვკითხულობთ პარტია „საქართველოსთვის" „ფეისბუკის" გვერდზე.
20 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. როგორც ისინი აცხადებენ, ერთიანი მიდგომა ექნებათ „ქართული ოცნების" დასამარცხებლად.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. 2024 წლის არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა.