რუსულ ბანკს „Юнистрим“-ს, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორიცაა, აშშ-ში სანქციები დაუწესდა. კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავა „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა“ პარტნიორებთან შეუფერხებლად მუშაობის გასაგრძელებლად.
„Юнистрим“-ის, სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულის გადარიცხვისთვის.
„Юнистрим“-ი ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში გადარიცხვების სისტემების სიიდან უკვე გაქრა, გადარიცხვები შეჩერებულია საქართველოს ბანკშიც იტყობინებიან საკრედიტო ორგანიზაციები. ეს არის საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი.
ტელეგრამ - არხის ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის ინფორმაციით „Юнистрим“-თან თანამშრომლობა ყველა ქართულ ბანკს აქვს შეჩერებული.
2022 წელს ამ სისტემის გამოყენებით რუსეთიდან საქართველოში 11 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
„Юнистрим“ -ის გარდა ამერიკული სანქციები შეეხო „Тинькофф Банк“-ს, „Локо-Банк“-ს და ბანკს "Солидарность"-ს „Тинькофф“,-მა საქართველოში გადარიცხვები ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველო ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.