ევროპის ხუთმა ქვეყანამ გაახანგრძლივა უკრაინის მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა, თუმცა შეთანხმდა გადაზიდვაზე

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გაახანგრძლივებს უკრაინის მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დასაცავად - აცხადებენ 19 ივლისს ამ სახელმწიფოთა სოფლის მეურნეობის მინისტრები. თუმცა მათ ტერიტორიებზე კვლავ მოხდება მსოფლიოს სხვა ადგილებისთვის საკვების გადაზიდვა, რისი საჭიროებაც რუსეთის მხრიდან შავი ზღვის სატრანზიტო შეთანხმების დატოვების შემდეგ დადგა.

ასევე ნახეთ მახვილი ზურგში - რა არის "მარცვლეულის შეთანხმება" და რატომ არის მისი დასრულება სახიფათო?

პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას ხელი ვარშავაში მოაწერეს და განაცხადეს, რომ კვლავაც უჭერენ მხარს უკრაინის მარცვლეულის მათ ტერიტორიებზე გადაზიდვას საავტომობილო გზებით, რკინიგზითა და მდინარეებით, თუმცა იმპორტის აკრძალვას 2023 წლის ბოლომდე ტოვებენ ძალაში.