19 ივლისს მსოფლიოს სამ კონტინენტზე მილიონობით ადამიანი შეაწუხა ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა ზრდამ, ხანძრებისა და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეების ფონზე.
საბერძნეთში ებრძვიან ხანძრებს, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აღირიცხა აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში.
ექსპერტთა თქმით, ამჟამინდელი ექსტრემალური სიცხის გამომწვევი გადამწყვეტი ფაქტორია კლიმატის ცვლილება, რომელსაც, თავის მხრივ, იწვევს წიაღისეული საწვავის წვა.