შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - ეს არის 59 პარამეტრით ჩატარებული კვლევის შედეგი, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კვლევები ჩატარდა 6-10 ივლისს.
უწყებაში აცხადებენ, რომ "განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია".
სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს".
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ ამოწმებს კვლევებით. 10 ივლისიდან წყლის სინჯებს იღებენ 3-ით მეტ სადგურში, ახლა უკვე 12 წერტილში.