სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გვარდიისთვის („როსგვარდია“) სამხედრო, მათ შორის მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გამოყენებისა და ფლობის უფლებას. დოკუმენტები პარლამენტის ქვედა პალატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
კერძოდ, ცვლილებები შევა კანონში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების შესახებ" და მასში განმარტებულია, თუ რას ნიშნავს "მძიმე ტექნიკა" და "შეიარაღება", რომლებიც დაემატება "ტექნიკისა" და "იარაღის" ცნებებს.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები განპირობებულია „როსგვარდიის“ ამოცანებით, რომელთა შორისაა "ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე საგანგებო მდგომარეობის, საომარი მდგომარეობის, კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფასა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ დაცვაში მონაწილეობა".
ასევე ნახეთ რუსეთის ჯარის დანაკარგები ბახმუტსა და მთელ უკრაინაშისააგენტო „ტასის" ინფორმაციით, კანონპროექტს პირველი მოსმენით 19 ივლისს განიხილავენ.
- 27 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერისა" და ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელმა ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი მიიღებდა მძიმე შეიარაღებას და ტანკებს და რომ ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილეს.