არასრულწლოვანი გოგოს გატაცების ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგოს გატაცების ბრალდებით სამართალდამცავებმა 15 ივლისს ოთხი პირი დააკავეს.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო ბიძაშვილმა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა.