საფრანგეთში მცხოვრები რეჟისორი ნინო კირთაძე საქართველოს კინოცენტრთან თანამშრომლობას წყვეტს სფეროს მოღვაწეების პროტესტის ფონზე. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
კირთაძემ გამოცემას უთხრა, რომ განცხადება 11 ივლისს დაწერა და ორი დღის შემდეგ დაუკმაყოფილდა. იგი, ასევე, ტოვებს საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას ფონდ „ევრიმაჟში“ და „ევროპულ კინო პრომოუშენში“.
საქართველო ევროპის საბჭოს - ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდ „ევრიმაჟის“ (Eurimages) 36-ე წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. მას შემდეგ ქართულმა კინოპროდუქციამ მილიონობით ევროს დაფინანსება მიიღო.
ასევე ნახეთ როგორ ეხმარება “ევრიმაჟი” ქართულ კინოსკინოცენტრში დანიშნული ახალი ხელმძღვანელებისა და გამოცხადებული რეორგანიზაციის ფონზე, ქართველი კინემატოგრაფისტები შიშობენ, რომ ცენტრი დამოუკიდებლობას კარგავს.