ურალის ელექტროქიმიური კომბინატის ურანის გამამდიდრებელ საწარმოში მოხდა ბირთვული საწვავის ბალონის დეჰერმეტიზაცია. იუწყებიან, რომ ამის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, საწარმოს თანამშრომლები ადგილიდან გაიყვანეს.
კონტეინერთან დაკავშირებული ინციდენტი 14 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 9:13 საათზე მოხდა. სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ირწმუნება, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიმდინარეობს საწარმოს სანიტარული დამუშავება.