პენტაგონი: "ვაგნერის" ძალები არ მონაწილეობენ რაიმე მნიშვნელოვანი ფორმით უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში

პენტაგონი

რუსული გასამხედროებული ჯგუფი "ვაგნერი" რაიმე მნიშვნელოვანი ფორმით არ მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში - აცხადებს პენტაგონი 13 ივლისს, როცა ორ კვირაზე მეტია გასული რუსეთში "ვაგნერის" მიერ მოწყობილი მოკლევადიანი შეიარაღებული ამბოხებიდან.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ "ვაგნერის" ძალების რაიმე მნიშვნელოვანი ფორმით მონაწილეობას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად", - ამბობს პენტაგონის პრესმდივანი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ "ვაგნერის" მებრძოლებმა არაერთი ინტენსიური და სისხლიანი ბრძოლა გამართეს, თუმცა 23-24 ივნისის ამბოხების შემდეგ მათ მისცეს არჩევანი ან ქვეყანა დაეტოვებინათ, ან რუსეთის არმიას შეერთებოდნენ, ან შეეწყვიტათ საბრძოლო აქტივობები.