პაპილომა ვირუსის ვაქცინა ბიჭებისთვისაც უფასო იქნება

ფოტოილუსტრაცია: ვაქცინაცია

საქართველოში იწყება ბიჭებისთვის პაპილომა ვირუსის უფასო ვაქცინაცია. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა 13 ივლისს მიიღო და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

ეს ვაქცინა ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოა. ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ძირითადად სქესობრივი კავშირის დროს. მისი ზოგიერთი ტიპი ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია, კაცების შემთხვევაში კი შესაძლოა გამოიწვიოს პენისის, ანალური და ყელის კიბო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ვაქცინა მაღალეფექტურია - აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფიცირებისა და შესაბამისად, მის მიერ გამოწვეული კიბოს შემთხვევები.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ვაქცინა გოგოებთან ერთად, უფასო იქნება 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვისაც. სრული ვაქცინაციისთვის საჭიროა მინიმუმ ორი აცრა 6-თვიანი ინტერვალით.

ასევე ნახეთ თუ ადამიანს უნდა, რომ შვილს არ დაემართოს კიბო, უნდა აცრას - პაპილომა ვირუსი, ვის, როგორ და რითი ვცრით