საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში და სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც შეუძლიათ. რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2023 წლის 12 იანვარს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება 1 ივლისიდან ამოქმედდა.
"შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით", - წერია უწყების განცხადებაში.
საქართველოსა და სომხეთს შორის უვიზო მიმოსვლა წლებია მოქმედებს, თუმცა ერთი ქვეყნის მოქალაქეს მეორე ქვეყანაში მოსახვედრად სჭირდებოდა პასპორტი.