უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებს გრაფიკით მიიღებს და რუსეთი ამას „გადაყლაპავს“, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ლავროვი.
კულება ტვიტერით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას რუსეთი განიხილავს დასავლეთის მიერ ბირთვული საფრთხის შექმნად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, რუსეთისთვის ერთადერთი საფრთხე უკრაინელი ჯარისკაცია და პუტინს და მის ხელისუფლებას სწორედ უკრაინელი სამხედროების უნდა ეშინოდეთ.
ასევე ნახეთ ლავროვი: აშშ და მისი ნატოელი სატელიტები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეტაკების რისკებს2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ აშშ თანახმაა, უკრაინას გადაეცეს ავიაგამანადგურებლები F-16.
11 ივლისს ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში, უკრაინამ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც F-16-ის სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადებას ეხება.
ასევე ნახეთ რას და როდის შეცვლის უკრაინის ცაზე ამერიკული „მებრძოლი შევარდნების“ გამოჩენა?