რუსეთის კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 12 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით ირღვევა უსაფრთხოების გაუნაწილებლობის საერთაშორისო პრინციპი.
მან განმარტა, რომ ასეთი გარანტიის მიცემით, „საფრთხე ექმნება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას".
"ეს შეუძლებელია“, - თქვა პესკოვმა. იგი აღნიშნავს, რომ ამას მოჰყვება ახლო და შორეული მომავლისთვის მეტად უარყოფითი შედეგები. პესკოვი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯით ევროპა უფრო სახიფათო ხდება, მრავალი წლით.