თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილნიუსში, ნატოს სამიტზე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა კიევსა და ოდესაზე. სამიტის წინ თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან, რათა იმსჯელონ იმაზე, რომ „აშშ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად არის იკისროს ხანგრძლივი პასუხისმგებლობა, რათა დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში ახლა და შეაჩეროს აგრესია მომავალში“.
ნატოს სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ალიანსთან სამომავლო კავშირებს, ასევე - წევრობის პერსპექტივას.
11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს „დადებით სიგნალს წევრობასთან დაკავშირებით“ და ასევე - უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს.