თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „საქართველოს" წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლეტს დაეჯახა ავტომანქანა. ავტოავარიის შედეგად მანქანა აალდა.
დაკვამლიანება შეიმჩნეოდა რამდენიმე ათეული მეტრიდან. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ცეცხლი ჩააქრო.
ავტომანქანა თითქმის სრულად განადგურებულია. მოტოციკლეტისა და ავტომანქანის ნაწილები გზის სავალ ნაწილზე ყრია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა.
ავტომანქანის მძღოლი გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. ის კონტაქტური იყო.