აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლონდონში, სადაც გზად ვილნიუსისკენ მიმავალი შეჩერდა, უახლოეს მოკავშირე დიდ ბრიტანეთთან „მტკიცე მეგობრობაზე“ ილაპარაკა.
Reuters-ის ცნობით, ნატოს სამიტის წინ, რომელზეც უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაზე იქნება ლაპარაკი, ის შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს.
თეთრი სახლის თანახმად, ორივე პოლიტიკოსმა დაადასტურა "უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა".
ბაიდენი 9 ივლისს ჩავიდა ლონდონში, სადაც დაიწყო მისი მოგზაურობა სამ ქვეყანაში, მათ შორის ლიეტუვაში, სადაც ნატოს სამიტი გაიმართება. სამიტზე მოკავშირეები დაადასტურებენ უკრაინის მიმართ სოლიდარობას რუსეთთან ომში, მაგრამ კიევს ალიანსში ჯერ არ მიიღებენ.
10 ივლისის საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდა ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს.
უფრო ადრე ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატოს შეუძლია უკრაინის მიღების საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ განიხილოს. ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.