ზაპოროჟიეს ოლქი ისევ დაიბომბა, არის მსხვერპლი

საილუსტრაციო ფოტო. ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვში

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ჰუმანიტარული დახმარების გამცემ პუნქტთან, სადაც ხალხი რიგში იდგა. მალშკომ მომხდარს ომის დანაშაული უწოდა.