ჯო ბაიდენი ნატოს სამიტამდე ბრიტანეთს, შემდეგ ფინეთს ეწვევა

ნატოს სამიტის შემდეგ ჯო ბაიდენი ოთხშაბათ საღამოს ვილნიუსში "მნიშვნელოვან მიმართვას" გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9-13 ივლისს ევროპაში გაემგზავრება, სადაც დიდ ბრიტანეთს და ფინეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ნატოს ვილნიუსის სამიტში.

"პირველ რიგში, პრეზიდენტი ბაიდენი გაემგზავრება ლონდონში მეფე ჩარლზ III-თან და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკებებისთვის, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის. შემდეგ პრეზიდენტი ლიეტუვაში გაემგზავრება, ვილნიუსში, რათა 11-დან 12 ივლისამდე ნატოს 74-ე სამიტში მიიღოს მონაწილეობა", - აცხადებენ თეთრ სახლში.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ადრე აღნიშნა, რომ ბაიდენი ლონდონში დაესწრება ფორუმს, რომელიც კლიმატისა და სუფთა ენერგიის საკითხებს ეძღვნება. სალივანმა ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვაში აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, ასევე - ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს.

სამიტის შემდეგ, ოთხშაბათ საღამოს, ბაიდენი ვილნიუსში მნიშვნელოვან მიმართვას გააკეთებს. სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი ისაუბრებს მნიშვნელოვან თანამედროვე პრობლემებზე, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან დაწყებული და კლიმატის პრობლემებით დაწყებული, - დასძინა სალივანმა.

13 ივლისს ამერიკის ლიდერი ჰელსინკის ეწვევა, სადაც სკანდინავიის ქვეყნების სამიტს დაესწრება.

ვილნიუსში ნატოს სამიტი კი 11-12 ივლისს გაიმართება.