უკრაინის მხარდამჭერმა რუსმა აქტივისტმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

დარია პოლიუდოვა აქციაზე

რუსმა აქტივისტმა დარია პოლიუდოვამ, რომელსაც ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გამართლებისთვის 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კოლონიაში შიმშილობა გამოაცხადა. მისი დედის ინფორმაციით, დარია უკვე სამი დღეა შიმშილობს, მაშ შემდეგ, რაც საკანში სამართებელი შეუგდეს, რაც ციხის რეგულაციებით, აკრძალულ საგნად ითვლება.

გარდა ამისა, თავად პატიმრის მონათხრობით, უპირებენ გადაყვანას სამრეწველო ზონაში, სამკერვალო საწარმოში, მიუხედავად იმისა, რომ მან კერვა არ იცის.

დარია პოლიუდოვა მოძრაობა „მემარცხენე წინააღმდეგობის“ დამფუძნებელია. ადრე მას სეპარატიზმის მხარდაჭერაც ედებოდა ბრალად. აქტივისტი მხარს უჭერდა უკრაინას და ყირიმელ თათრებს.

9-წლიანი პატიმრობა აქტივისტს მოსკოვის სასამართლომ 2022 წლის დეკემბერში მიუსაჯა. უფლებადამცველებმა ის პოლიტპატიმრად აღიარეს.