„აზოვსტალის“ თავდაცვის ხელმძღვანელი ყველა მეთაური თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდება - აცხადებს ზელენსკი

"აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინსკი. მარიუპოლში, "აზოვსტალის" ბუნკერში

ყველა უკრაინელი მეთაური, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდა, უკრაინაში ბრუნდება თურქეთიდან, სადაც ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თურქეთიდან შინ ვბრუნდებით და სამშობლოში მოგვყავს ჩვენი გმირები“, - წერს ტელეგრამის არხში უკრაინის ლიდერი.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში ბრუნდებიან:

  • დენის პროკოპენკო, "რედისი" - "აზოვის" მეთაური;

  • სერგეი ვოლინსკი, "ვოლინა", - 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი;

  • სვიატოსლავ პალამარი, "კალინა", - "აზოვის" მეთაურის მოადგილე;
  • ოლეგ ხომენკო - უკრაინის ეროვნული გვარდიის მაიორი;
  • დენის შლეგი - უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი.


ივნისში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ ტყვეობიდან 2526 უკრაინელი დააბრუნა.


4 მაისს, ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უხეში გათვლით, რუსეთს მძევლად ჰყავს აყვანილი 20 ათასზე მეტი უკრაინელი სამოქალაქო პირი.