ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში ჩაფრინდა და პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტრ პაველი

ჩეხეთის მთავრობის სპეციალურმა თვითმფრინავით 6 ივლისის საღამოს სოფიიდან პრაღაში ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ჩეხური მედიის ცნობით, ზელენსკი აეროპორტიდან გაეშურა პრეზიდენტის სასახლეში და ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა.

ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი ჩეხეთში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ. პრაღაში ყოფნის დროს ზელენსკი მოლაპარაკებას გამართავს ასევე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან.

ჩეხეთში ჩამოსვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში იმყოფებოდა. 7 ივლისს კი უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა თურქეთს და მოლაპარაკებას გამართავს რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.