უკრაინამ და რუსეთმა კვლავ გაცვალეს ტყვეები

უკრაინელი ტყვეები 11 ივნისს მომხდარი გაცვლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოშ

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მომხდარი ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდა 45 დამცველი, - ამის შესახებ 6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„დღეს კარგი ინფორმაციაც გვაქვს. ჩვენ შევძელით ტყვეობიდან დაგვებრუნებინა შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის 45 მებრძოლი და ორი სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები და ასევე დაჭრილი სამხედროები“, - წერს ერმაკი ტელეგრამის არხში და აქვეყნებს გაცვლის შემდეგ გადაღებულ ფოტოებს.


რუსეთის მედია იუწყება, რომ უკრაინის ტყვეობიდან რუსეთში 45 ადამიანი დაბრუნდა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა წინა გაცვლა 11 ივნისს გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 2526 უკრაინელის გათავისუფლება მოხერხდა.

4 მაისს, "უმაღლესი რადის" ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უხეში გათვლებით, რუსეთი მძევლად ჰყავს აყვანილი 20 ათასზე მეტ უკრაინელი სამოქალაქო პირი.