მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დახურეს

ფოტო არქივიდან. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი

დღეს დილიდან არ მუშაობს მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი. რუსულ სააგენტო „ტასს“ აეროპორტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ თვითმფრინავების მიღება-გაშვება 05:10 საათიდან შეზღუდეს „აეროპორტისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო“. რა მიზეზია ეს, პრესსამსახური არ აკონკრეტებს.

დღეს მოსკოვის და მისი ოლქის ტერიტორიაზე იყო უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, მათ შორის დაბა კუბინკაში განთავსებულ სამხედრო ობიექტზე. კუბინკა ვნუკოვოს აეროპორტიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.

ასევე ნახეთ მოსკოვთან, სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დრონით შეტევა იყო

განახლება: მოსკოვის დროით დილის 9 საათისთვის, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა.