ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის დაპირებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მომხდარი სავარაუდო დანაშაულების ჩამდენმა სხვა პირებმა პასუხი აგონ. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ 3 ივლისს ჰააგაში გახსნა საგანგებო ცენტრი, რომელმაც დანაშაულების შესახებ ცნობები უნდა გამოიძიოს.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგეს პუტინის და მისი თანაშემწეების ანგარიშვალდებულების საკითხი", - წერს ფონ დერ ლაიენი 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
3 ივლისს ჰააგაში გაიხსნა საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც უნდა გამოიძიოს ცნობები უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ ომში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
ამ ცენტრს განიხილავენ რუსეთის ლიდერებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის პირველ ნაბიჯად.
ახალ ოფისს ეწოდება "აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრი" (ICPA) და მასში შედიან პროკურორები უკრაინიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC).
კიევი გამოდის საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების მოწოდებებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალების მიერ ქალაქ ბუჩის დატოვების შემდეგ, დღის შუქზეა ომის დანაშაულთა მტკიცებულებები.