ევროკავშირი განიხილავს რუსეთთან დათმობებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ძალაში დასატოვებლად

მოსკოვი გამოდის მუქარით, რომ ხელშეკრულებას 17 ივლისის შემდეგ აღარ გაახანგრძლივებს, რადგან საერთაშორისო სანქციები მისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს უქმნის წინაღობას

ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინადადებას, შეიქმნას რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის შვილობილი კომპანია, რათა ამ დათმობით ხელი შეეწყოს იმ ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რომლითაც უკრაინა შავი ზღვის გავლით თავისი მარცვლეულის ექსპორტს აწარმოებს - წერს Financial Times-ი 3 ივლისს.

მოსკოვი გამოდის მუქარით, რომ ხელშეკრულებას 17 ივლისის შემდეგ აღარ გაახანგრძლივებს, რადგან საერთაშორისო სანქციები მისი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს უქმნის წინაღობას.

შეთავაზებულ ახალ უწყებას წვდომა ექნება SWIFT-ის ფინანსურ სისტემასთან, რომელიც რუსეთის ბანკებისთვის დაიხურა 2022 წელს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

რუსეთი ასევე ითხოვს ფერმების აღჭურვილობის მასალებზე წვდომასა და სადაზღვევო შეზღუდვების მოხსნას.