„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. იგი ფეისბუკზე წერს, რომ „რიგი არასამთავრობოები“ ამას ითხოვენ მაშინ, როცა „ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა“.
„ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“, - წერს ნინო წილოსანი.
ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 30 ივნისს, ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც, მათი თქმით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
ასევე ნახეთ არასამთავრობოები ნინო წილოსანს მოუწოდებენ, დატოვოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტინინო წილოსანი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წელს გახდა. მანამდე ის საბჭოს წევრი იყო.