ჩეხეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს აუკრძალა ჩეხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა.
მთავრობის თანახმად, მან აკრძალა „რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ინდივიდუალური ათლეტების და გუნდების მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებსა და თამაშებში, რომლებიც ორგანიზებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში“.
პრაღის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩეხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები და გუნდები არ ჩაერთვებიან შეჯიბრებში, რომლებიც რუსეთში გაიმართება.
ასევე ნახეთ რუსეთის ფიგურისტებს, დევისს და სმოლკინს, რუსეთის ფედერაციამ უფლება დართო საქართველოს გუნდში იასპარეზონ