კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილებს შორის კოლუმბიელებიც არიან

სარაკეტო დარტყმის ადგილი დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში. 2023 წლის 27 ივნისი

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 42 დაიჭრა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 27 ივნისს, საღამოს, ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე კვების ობიექტს, მეორე კი კრამატორსკთან მდებარე სოფელ ბელენკოეში ჩამოვარდა. დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები.

კრამატორსკში დაჭრილებს შორის 3 კოლუმბიის მოქალაქეა. BBC-ს ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციიდან(Aquanta Ucraina) აცნობეს, რომ დაიჭრნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი, კოლუმბიელი დეპუტატი სერხიო ხარამილიო, მწერალი ეკტორ აბადი და ჟურნალისტი კატალინა გომესი. დაჭრილია მათი თანმხლები უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.