ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“ დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის საკითხზე.
ასევე ნახეთ აფხაზეთი აღარ იქნება! - სოხუმში აპარტამენტების კანონის და ახალი კოლონიზაციის ეშინიათსაინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრები "რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მიმართავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქვთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“.
ასევე ნახეთ საით მიფრინავს აფხაზეთი?!„რეფერენდუმის“ ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, „რეფერენდუმის“ მოთხოვნით კი მინიმუმ 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.
ასევე ნახეთ აფხაზეთში ოპოზიცია სუვერენიტეტს იცავს, დე ფაქტო ხელისუფლება - სავარძლებს?!ასევე ნახეთ "არ გვინდა, ისევ 17% გავხდეთ!" - რა მოხდა "სახალხო მიტინგზე" სოხუმში?
ბოლო დროს სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით ადგილობრივი ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და "ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ეროვნულ ინტერესებთან" შეუსაბამოდ მიიჩნევს.