მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 26 ივნისს სამშობლოს ღალატის ბრალდებით 12 წლით მიუსაჯა პატიმრობა ცენტრალური აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტის წამყვან მკვლევარს, ფიზიკოს ვალერი გოლუბკინს.
გოლუბკინი 2020 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს ჰოლანდიელი კოლეგებისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა, რომლებსაც კავშირი ჰქონდა ჰიდროგენის (წყალბადის) საწვავზე მომუშავე, მაღალი სიჩქარის სამგზავრო თვითმფრინავების აგებასთან.
ასევე ნახეთ რუსი მეცნიერები ციხეშიგოლუბკინი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამბობს, რომ ეს მასალები კვლევაში ჩართული ყველა მხარისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ასევე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს გოლუბკინის ხელმძღვანელი ანატოლი გუბანოვი, რომლის საქმის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ რუსეთში დასმენის ეპიდემიაა