აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ესაუბრა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შაბათს, მაშინ როცა ამბოხებული დაქირავებული მებრძოლები, ღამით სამხრეთის ქალაქის დაკავების შემდეგ, მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, განაცხადა თეთრმა სახლმა.
"ლიდერებმა განიხილეს ვითარება რუსეთში. მათ ასევე დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", ნათქვამია ცნობაში. ბაიდენი ინფორმირებული იყო რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მიერ შაბათ დილას, განაცხადა თეთრმა სახლმა და დასძინა, რომ პრეზიდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება დღის განმავლობაში.
ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადიგერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ საუბრის დროს ოთხმა ლიდერმა დაადასტურა თავიანთი მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის სამსახურმა მსგავსი მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის შესახებ და განაცხადა, რომ ლიდერები "შეთანხმდნენ, მჭიდრო კონტაქტში დარჩნენ უახლოეს დღეებში".
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ასევე ესაუბრა თავის კოლეგებს G7-ის ქვეყნებიდან.
23 ივნისის საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
მოგვიანებით, დღის ბოლოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რომ თავისი დაქირავებული მეომრების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".
„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".