„ჩეხეთის რადიოზე" კიბერშეტევა განხორციელდა, უკრაინის კონფლიქტში მედიის როლის შესახებ კონფერენციის დაწყების წინ

საილუსტრაციო ფოტო

„ჩეხეთის რადიოს“ (Cesky Rozhlas) ცნობით, მასზე 22 ივნისს განხორციელდა ჰაკერული, ე.წ. DDoS-თავდასხმა. თავდასხმა მოხდა მედიისა და უკრაინის შესახებ კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. კონფერენციაში, როგორც მთავარი მონაწილეები, ჩართული იყვნენ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი და კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

„ჩეხეთის რადიოს“ ცნობით, პრაღის დროით 13:15 საათიდან ჰაკერებმა შეძლეს მისი ყველა ვებსაიტის მწყობრიდან გამოყვანა.

ამ დროს სადგურის ვებსაიტზე ჩანდა განცხადება, რომ შეუძლებელი იყო ტრანსლაციისთვის თვალყურის დევნება კონფერენციიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს მედიის როლს ეხებოდა, თუმცა მასზე წვდომა შესაძლებელი იყო YouTube-სა და „ჩეხეთის რადიოს“ აუდიოპორტალზე.