ლატვია ყველა თავის სამხედრო ვერტმფრენს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა ლონდონში უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ შვეულმფრენების მთელი პარკი გვქონდა. ყველა ამ შვეულმფრენს - ზოგიერთი ახლა იღებება, რათა მათი გამოყენებაც იყოს შესაძლებელი და კარგადაც გამოიყურებოდნენ - ჩვენ უკრაინას გავუგზავნით“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი შვეულმფრენი გადაეცემა უკრაინას და რა მდგომარეობაშია ისინი.
კარინშმა ასევე გაიხსენა, რომ ლატვიას „არასოდეს ჰქონია ილუზია“ რუსეთთან დაკავშირებით და კიევისათვის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „სტინგერის“ გადაცემა ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებამდე გადაწყვიტა. ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის თანხმობის შემდეგ, ლატვიამ უკრაინას რვა კომპლექსი „სტინგერი“ გადასცა.
მანამდე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას.
კარინშის თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უბრალოდ დროის საკითხია. ლატვიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია, გერმანიის ჩათვლით.