რიკოთზე მიწა ჩამოწვა

რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მიწა. 2023 წლის 22 ივნისი

რამდენიმე ადგილზე მიწა ჩამოწვა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილზე, სადაც გაზაფხულიდან მოქმედებს სატრანსპორტო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიზეზად ძლიერ წვიმას ასახელებს. მისი ინფორმაციით, საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია და მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა მოძრაობა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს.

რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი გაზაფხულზეც გააქტიურდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიზეზად დაასახელა ძლიერი წვიმა და უარყო სტიქიის კავშირი მაგისტრალის მშენებლობასთან.

2023 წლის აპრილიდან, რიკოთზე საავტომობილო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

ასევე ნახეთ "რიკოთით არ წავალ" - რა ხდება უღელტეხილზე?