პარიზის ცენტრში აფეთქების შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა სახლი

ხანძრის კვამლი პანთეონის ფონზე. პარიზი, 21 ივნისი, 2023.

პარიზის ცენტრში სახლის ნაწილობრივი ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, ვალ დე გრასის რაიონში, ალფონს ლავერანის მოედანზე, ქალაქის მეხუთე რაიონის ერთ-ერთ სახლში გაზი აფეთქდა და ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩამოინგრა პარიზის ამერიკული აკადემიის ფასადი.