აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სასაზღვრო არეალში მის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 20 ივნისს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ნახიჩევანის ანკლავში, სადარაკის არეალში განთავსებულ მის ძალებს მცირე იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს საზღვრის მეორე მხრიდან, სომხეთის ვედის რეგიონიდან.

სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლის გაუხსნეს ასევე შუშასთან ახლოს, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში.

სამინისტროს თქმით, აზერბაიჯანის დანაყოფებმა "ადეკვატური" საპასუხო ზომები გაატარეს.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის ხელმძღვანელმა პირებმა განცხადება უარყვეს და მას "დეზინფორმაცია" უწოდეს.

ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.