თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე ატვირთულია დოკუმენტები ტრანსპორტის მახასიათებლების შესახებ.
- ავტობუსების რაოდენობა - 160;
- ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
- მწარმოებელი - MAN-ი;
- მოდელი - MAN Lion's City 18C;
- გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
- გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
- სიგრძე - 18,06 მეტრი;
- სიგანე - 2,55 მეტრი;
- სიმაღლე - 3,34 მეტრი;
- კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების, ორფრთიანი);
- იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
- ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
- მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
- შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
- ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
- გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;
- ელექტრონული მოწყობილობები - WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
ტენდერში გამარჯვებულია კომპანია "თეგეტა მოტორსი". მან სატენდერო ფასზე 1716 ლარით იაფად შესთავაზა მერიას ავტობუსი.
ასევე ნახეთ ყველა ყველას წინააღმდეგ - თბილისის გაუხსნელი სატრანსპორტო კვანძითბილისის მერმა კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა თითქმის 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.
სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.
2019 წლის თებერვალში კალაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა და მიუნხენში, კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში, 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.