97 წლის ასაკში მეხიკოში გარდაიცვალა რევოლუციონერ ლეონ ტროცკის შვილიშვილი, ესტებან ვოლკოვი. ის იყო ტროცკის მკვლელობის უკანასკნელი გადარჩენილი მოწმე.
ესტებან ვოლკოვი დაიბადა 1926 წელს. დედამისი იყო ტროცკის უფროსი ქალიშვილი ზინაიდა ბრონშტეინი, რომელმაც 1933 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაბადებისას ბიჭს სახელად ვსევოლოდი დაარქვეს. მამა, პლატონ ვოლკოვი, გადაასახლეს, როდესაც ბავშვი ორი წლისაც არ იყო. დედა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ლეონ ტროცკი გადასახლებაში იმყოფებოდა. 1937 წელს ტროცკი გადავიდა მექსიკაში და შვილიშვილიც იქ წაიყვანა. მექსიკაში ვსევოლოდ ვოლკოვმა სახელი ესტებანად შეიცვალა.
ვოლკოვი იყო თავისი ბაბუის რამდენიმე მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1940 წელს - მისი მკვლელობის მოწმე, „ენკავედეს“ მექსიკელი აგენტის, რამონ მერკადერის მიერ.
მოგვიანებით სახლში, სადაც ტროცკი ცხოვრობდა, ესტებან ვოლკოვმა დააარსა სახლ-მუზეუმი, შექმნა ასევე ტროცკის შესახებ კვლევისა და პუბლიკაციის ცენტრი.