საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე თამაში ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად დაამარცხა კვიპროსის ნაკრები, ანგარიშით 2:1. ოცდამეთერთმეტე წუთზე ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კვიპროსელებმა პენალტით გაათანაბრეს. საბოლოო ანგარიში კი ზურიკო დავითაშვილმა დააფიქსირა, ოთხმოცდამეოთხე წუთზე.

საქართველოს ნაკრებს ორი თამაშის შემდეგ ოთხი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლიდერი ცხრაქულიანი შოტლანდიაა, რომელმაც სამი თამაში ჩაატარა და სამივე მოიგო. ქართველი ფეხბურთელები მომავალ შეხვედრას სწორედ შოტლანდიელებთან გამართავენ 20 ივნისს გლაზგოში.