30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ჰქონდეთ დროული რეაგირება და აღკვეთონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. ეს განცხადება ორგანიზაციებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურა ჯაფარიძესა და "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევებთან დაკავშირებით გაავრცელეს - სამივე შემთხვევა დღეს, 17 ივნისს მოხდა.
ასევე ნახეთ სტუდენტი ამბობს, რომ პლაკატების გამო თსუ-ში კობახიძის მხარდამჭერებმა სცემეს ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - აცხადებენ პარტიაში ასევე ნახეთ აგრესიული ჯგუფი ბორჯომში ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა. მანამდე ბანაკში ლექციის წასაკითხად მიმავალ ზურა ჯაფარიძეს მამაკაცი გორში დაესხა თავს"დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას", - წერია განცხადებაში, რომელსაც ამ დროის მონაცემებით [18:03 სთ] 37 ორგანიზაცია უერთდება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- აფხაზური ამბები
- ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
- ახალგაზრდული გაერთიანება We talk
- დემოკრატიის მცველები
- დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
- დემოსი
- თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
- თბილისი პრაიდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- კომლი
- ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი
- მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
- მშობლები განათლებისთვის
- პროფესიო
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
- სალამი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- სასამართლოს გუშაგი
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- ფემეა
- ფემინა
- ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო
- ჩემი იმერეთი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- წერტილი