თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებმა იჩხუბეს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურდათ საპროტესტო პლაკატები გაეშალათ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის მიმდინარეობის დროს.
"წინასააუდიტორე სივრცეში შევედით იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, გამოვიდნენ მოძველბიჭო ელემენტები, "საქმეებს გვირჩევდნენ", პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცმა დაგვიწყო ცემა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო. მერე მოვიდა, როცა გვცემეს", - იხსენებს ახალგაზრდა.
გავრცელებულ კადრებში ასახულია ფიზიკური დაპირისპირებისა და კიბეზე დაგორების ეპიზოდი.
ინციდენტი მოხდა გასულ შაბათსაც, ირაკლი კობახიძის ლექციის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც ის კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუდენტმა კიბეებზე ჩასვლის დროს რუსული რუბლი გადაუყარა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძეს თსუ-ში ლექციის შემდეგ რუსული რუბლები დაუყარეს სტუდენტებმაკობახიძემ გასულ კვირას ახალგაზრდებს, ვინც უნივერსიტეტის კიბეებზე რუსული რუბლი დაუყარა, "ყველანაირი ორიენტაცია არეულები" უწოდა.
ასევე ნახეთ კობახიძე ორიენტაციაარეულებს უწოდებს იმ სტუდენტებს, ვინც რუსული რუბლი დაუყარა თსუ-ში