"გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი წევრი "ფეისბუკით" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ადასტურებს პოლიტიკოსიც.
"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება", - წერს ანა ყურაშვილი, პარტიის წევრი.
მოძრაობა "აი იას" ლიდერი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც ორგანიზაცია გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობთან") ერთად დააფუძნა, "ფეისბუკში" წერს ამ თავდასხმის დეტალებზე.
"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცვხირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება", - ამბობს შაქარიშვილი, რომელიც ასევე არის კონსერვატიული გაერთოიანების “საქართვლო უპირველეს ყოვლისას” ლიდერი.
ჯაფარიძე გამოკითხვაზე პოლიციაში მივიდა. მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევას შსს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა). გვიან საღამოს პოლიციამ ამ ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.
ასევე ნახეთ აგრესიული ჯგუფი ბორჯომში ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა. მანამდე ბანაკში ლექციის წასაკითხად მიმავალ ზურა ჯაფარიძეს მამაკაცი გორში დაესხა თავსმასალა განახლდა შსს-დან ინფორმაციის მიღების შემდეგ.