დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგოს ეძებენ

11 წლის მარიამს დიდ დიღომში ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები ეძებს

დიდ დიღომში 11 წლის მარიამს ეძებენ, რომელიც 16 ივნისს, საღამოს გაუჩინარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი ბოლოს პარკში ნახეს.

დიდ დიღომში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.

„ვეძებთ 11 წლის მარიამს. აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური, რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა“, - წერენ ფეისბუკზე, დიდი დიღმის ჯგუფში.

ასევე ნახეთ იპოვეს დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი

მოქალაქეები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, ღამით დიდ დიღომში გარდაცვლილი ნახეს 12 წლის ანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და გამოძიება დღესაც ამ მუხლით გრძელდება.

ასევე ნახეთ 12 წლის ანის საქმე - დედის დამოუკიდებელი გამოძიება და ლიეტუვის ინტერესი