რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსს უკვე გადაეცა ბირთვული ქობინების პირველი პარტია, რომლის განთავსებაც ქვეყნის ტერიტორიაზე იგეგმება.
"ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. ამოცანას წლის ბოლომდე მთლიანად დავასრულებთ", - განაცხადა პუტინმა 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს. მანამდე ბირთვული იარაღის მიღების შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ პუტინმა 2023 წლის მარტში გამოაცხადა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ თავისი ქმედებებით რუსეთი არ დაარღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ანუ რუსეთი კი არ გადასცემს ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის მართვის უფლებას.
მაისის ბოლოს მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.
პრეზიდენტმა პუტინმა 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის თხოვნით, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, საცავის მშენებლობა კი, 1 ივლისს დასრულდება.
ასევე ნახეთ
სად და რა სახის ბირთვულ იარაღს განათავსებს რუსეთი ბელარუსში?