საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას რიკოთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილების წესებში ცვლილების შესახებ.
17 ივნისიდან 3 საათით იზრდება რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი.
კერძოდ:
- მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე.
- მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე აპრილიდან მოქმედებს.